- ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლების მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს წარმოსახვა, შემოქმედებით-ასოციაციური აზროვნება და ემოციური სფერო; გამოუმუშავოს ხელოვნების ნიმუშების აღქმის, შეფასების, გარემოს შეცნობისა და მისი მხატვრული ასახვის უნარები და ამით ხელი შეუწყოს თვითგამოხატვის განსხვავებული საშუალებებისა და ფორმების დაუფლებას. დაეხმაროს მოსწავლეებს ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში.
სახელოვნებო გაკვეთილები ტარდება როგორც სპეციალურ სახელოვნებო კაბინეტებში, ისე სკოლის ეზოსა ან ბუნებაში.