ჩვენი სკოლის ბავშვები სტუმრად ” თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში”

 


მე-4, მე-5 და მე-6 კლასელები პედაგოგებთან – ლიზი ლაცაბიძესთან, თეა ბიბლაიასთან, თამარ არაბულთან და თამთა დოლიძესთან ერთად მოვიდნენ. ჩვენი ბინადრებისთვის რამდენიმე შეკვრა საკვები მოიტანეს და დიდი ჟრიამულით შემოვიდნენ თავშესაფარში. ცოტა რამ ადრეც სმენოდათ, ბევრი რამ აქ მოისმინეს ჩვენი ბინადრებისა და ზოგადად, უპატრონო ძაღლების შესახებ.
ემოციებს ვერ მალავდნენ ის რომ ვუთხარით, უპატრონოდ მიტოვებულ ძაღლებს პატრონზე დარდისგან გულის უსკდებათთქო. გაფართოებული თვალებით გვიყურებდნენ მგელოს, გუგოს, ბუთას ისტორიების მოსმენისას.
ერთმა წამოიძახა, მე არასოდეს მივატოვებ ჩემს ძაღლსო.
კარგია, თუ მომავალი თაობა მაინც გაიზრდება ჯანსაღი აზროვნებით და მოისპობა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართ ძალადობის ფაქტები.
,,ათასწლეულის სკოლის” მოსწავლეები დაგვპირდნენ, რომ შემდეგში მშობლებთან ერთად მოვლენ და აუცილებლად აიყვანენ თითო ლეკვს.
იმედია, ასე იქნება. მომავალ შეხვედრამდე, ბავშვებო!

 

 

14702414_10153974325636659_8026686097554143293_n

14713704_10153974325186659_1380925666320201149_n

14716101_10153974326486659_1930686773407561677_n

14717132_10153974324881659_5327760032008306774_n

14717245_10153974325486659_1265769258063528042_n

14720592_10153974325066659_211173997133293318_n

დანართი
Translate »