ჩაგვრის წინააღმდეგ ღონისძიებების კვირეული

21–25 ნოემბერი ჩვენს სკოლაში ბულინგის თემას დაეთმო. ,,არა ჩაგვრას“ კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტერმინის განსაზღვრებასა და ჩაგვრის სხვადასხვა ტიპის შესახებ. განიხილეს თემატური ტექსტები და ვიდეომასალა, იმსჯელეს ჩაგვრის პრევენციის გზებზეც. გადაიღეს ვიდეორგოლები, რომელიც მიმართული იყო სკოლაში ყველაზე მეტად გავრცელებული ბულინგის სახეობების წინააღმდეგ. სკოლის ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი ცხადყო, რამდენად კარგად იცნობენ მოსწავლეები ძალადობის სხვადასხვა სახეობას, ხედავენ თუ არა მსგავს პრობლემებს რეალურ გარემოში და რამდენად აღიარებენ პრობლემად სკოლებში ბულინგის ყველაზე გავრცელებულ სახეობას – სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

img_0866 img_0865 img_0859 img_0857 img_0838 img_0841 img_0849 img_0855 img_0835 img_0827

დანართი
Translate »