გია ბუღაძე სტუმრად სკოლაში

გუშინ ჩვენმა სკოლამ მხატვარ გია ბუღაძეს უმასპინძლა.

მოსწავლეებს მიეცათ ბატონი გიას გაცნობის, მასთან საუბრისა და რჩევების მიღების საშუალება. მხატვარმა ისაუბრა ამ პროფესიის პერსპექტიულობაზე საქართველოში, იმაზეც, თუ როგორ უნდა გამოავლინოს ბავშვმა ნიჭი და ინტერესი. ასევე, რეკომენდაცია გაუწია დამხმარე სახელმძღვანელოებს, რომლებიც შესანიშნავ დამატებით მასალას წარმოადგენს დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

მხატვარმა ბავშვებს ისიც მოუთხრო, თუ რამ გადააწყვეტინა ამ პროფესიის არჩევა და რა არის სახვითი ხელოვნების მთავარი ხიბლი, რაც ჩვეულებრივ მოყვარულს ხშირად ამ ხელოვნების პროფესიულ დონეზე დაუფლებისკენ უბიძგებს.

დიდ მადლობას ვუხდით ბატონ გიას სტუმრობისა და საინტერესო რჩევებისთვის.

 

 

img_0116 img_0117 img_0123 img_0128 img_0132 img_0136 img_0148 img_0159 img_0163 img_0168

 

 

დანართი
Translate »